ისაუბრებს თუ არა ზურაბიშვილი ივანიშვილზე? - პრეზიდენტი ობელიანების სასახლიდან სიტყვით მიმართვას გეგმავს
რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილზე - პრეზიდენტი დღეს პირველად გამოვა სიტყვით მას შემდეგ, რაც ოლიგარქი ქართულ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა.
ამ დრომდე ქვეყნის მთავარსარდალს ოლიგარქიის პოლიტიკური გეგმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, არ ვიცით რას ფიქრობს ან როგორ პასუხობს ივანიშვილის ერთადერთ რეპლიკას - პრეზიდენტის ოპოზიციურ ბუნებაზე.
ორბელიანების სასახლეში დილიდან სამზადისია. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიება ზუსტად ოთხ საათზეა დაგეგმილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ობელიანების სასახლეში აღიმართება სახელმწიფო დროშა.