სადავო ხატი ისევ სამებაშია - მეუფე შიოს, რომელიც საკვირაო წირვას აღავლენს, ხატზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია
სამების საკათედრო ტაძარში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. ჟურნალისტებს ქალაქის მთავარ ტაძარში კამერებით ამ დრომდე არ უშვებენ. ფაქტობრივად, შეუძლებელია მაღალ იერარქებთან მიახლოება.
დილიდან სამებაში პატრიარქის მოსაყდრე საკვირაო წირვას აღავლენს, თუმცა, სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ მეუფე შიოს სიტყვაც კი არ უთქვამს.
სადავო ხატი ამ დრომდე სამებაშია დაბრძანებული და ისევ უცნობია, როდის გამოასწორებს შეცდომას "პატრიოტთა ალიანსი". ირმა ინაშვილი, რომელმაც სამებას ხატი შესწირა, ამბობს, რომ ხატში ცვლილებები მოხდება, თუმცა კორექტირებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და "პატრიოტთა ალიანსს" შორის კომუნიკაცია არ ყოფილა.