ხიდი, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - რა ხდება მთიულეთში?

14.01.24 11:20
ხიდი, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - რა ხდება მთიულეთში?

ხიდი, რომელსაც არც ასასვლელი აქვს, არც ჩასასვლელი და არც გასასვლელი - ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი მთიულეთში ხდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 600 ათასი ლარი დახარჯა იმისთვის, რომ საფეხმავლო ხიდი მოეწყოთ, პროექტი დასრულდა, თუმცა გზით ვერავინ სარგებლობს. 

ხიდი არა თუ მდინარეზე, არამედ მდინარეშია გადებული და იქვე მთავრდება. წესით ამ გზას ორი სოფელი ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობა გაურკვევლობაშია.  სოფლებამდე მისვლას, სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც კი ვერ ახერხებენ. 

 "მთის ამბების" ინფორმაციით, დუშეთის მერიამ  ყველაანში მისასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის მიზნით, 2020 წელს, 6254 ლარი პროექტის შესადგენად დაიხარჯა, 2021 წელს კი, მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 141 149 ლარი გამოიყო. პროექტი 2022 წლის მაისში დასრულდა და ჩაბარებულია საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. დუშეთის მერიის ინფორმაციით, ხიდის დაგრძელების სამუშაოებზე ახალი პროექტი უკვე შედგენილია და მერია მას 452 766 ლარით დააფინანსებს.      

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდით სარგებლობას ვერ ახერხებენ და რჩებათ შთაბეჭდილება, რ ომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.  

წყალი ყოფილა, უსაშველო მოდის ხოლმე. მოხუცები ცხოვრობენ, სულ პენსიონრები. 
(ჟურნალისტის კითხვა: სასწრაფო რომ დასჭირდეთ, მაშინ რა ხდება?) არაფერი, იქვე იღუპება ადამიანი. ფეხით უნდა გადავიარო რაღაც ვარაუდით, რომ ფეხი არ ჩამივარდეს, სიგანე არ აქვს ხიდს, მანქანამ რომ გაიაროს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყალი რომ დიდდება ზაფხულში, ვერ გავდივართ მანქანებით, ვერც ფეხით, ეს არის ხელახლა გასაკეთებელი. კიბე იყო მიდგმული და კიბეზე ადიოდა ხალხი, გამოვიდოდა ხიდზე და მერე ჩადიოდა ისევ კიბით. ძალიან ბევრია ისეთი, რომ შვილები, შვილიშვილები ჰყავთ, მაგრამ ვერ ამოჰყავთ იმის გამო, რომ გზა არ არის. თბილისიდან ამოვდივართ, თუ მდინარე ადიდებულია, მერე მივტრიალდებით, წავალთ თბილისში,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ გაკეთებულიყო ხიდი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მანქანით გავლა, გამოიყო ბიუჯეტიდან 141 ათასი და გაკეთდა მხოლოდ საფეხმავლო ხიდი, ეს ხიდი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს - ყოველ ადიდებულ წყალზე, ხიდი რჩება როგორც გადასასვლელის, ასევე გადმოსასვლელის გარეშე ანუ ხიდი გამოუყენებელია. ეს ყველაფერი იყო გამიზნული ვიღაცას რომ გაეკეთებინა ფული, შედეგიც შესაბამისია,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები