უამინდობის გამო თბილისის რამდენიმე უბანში გზები მოიყინა
უამინდობის გამო თბილისის რამდენიმე უბანში გზები მოიყინა. დედაქალაქის შემოგარენში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით მოძრაობდა. ძლიერი ნალექის და ყინვის გამო, მძღოლებს გზებზე გადაადგილება დილიდან უჭირდათ.
დილიდან მოქალაქეები გაურკვევლობაში არიან - მათმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ტრანსპორტი, რომელიც სამსახურამდე მისასვლელად სჭირდებოდათ, სხვა გზით წავიდა. ამ დრომდე საავტომობილო მაგისტრალებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა უკვე აღდგა. ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვების გარეშე მიდის გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის მონაკვეთზეც. თუმცა უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაინც ნარჩუნდება. უმეტეს რეგიონებში მინუსს ტემპერატურაა ნავარაუდევი.