როდის ჩატარდება დირექტორების შესარჩევი კონკურსი - პედაგოგები ამილახვარის პასუხს ელოდებიან
პროტესტის რეჟიმში გადასული პედაგოგები მინისტრის პასუხს ელოდებიან - გიორგი ამილახვარი ამ დრომდე არ ამბობს, როდის ან რა ფორმატით ჩატარდება დირექტორების ახალი შესარჩევი კონკურსი.
მაია ეკალაძე, პედაგოგი, რომელიც განათლების სამინისტროსთან დღეს და ღამეს ათევდა, ისევ პოლიტიკურ შურისძიებაზე ამახვილებს ყურადღებას.
არასასურველ პედაგოგად გადაქცეული ეკალაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური გემოვნებით მასწავლებლების შერჩევა განათლების სფეროს ჩამოშლის.
მოვუწოდებ სამინისტროს, რომ დროულად მოეგონ გონს, დაამთავრონ მისი ნგრევა, დაამთავრონ ეს უპასუხისმგებლობა, დაამთავრონ ახალი წელი და საახალწლო განწყობა და შეუდგნენ მუშაობას, პირველ რიგში, კონკურსებში დაშვებული შეცდომების, დანაშაულების გამოსწორებას. არც იმ განცხადებებს გამოეხმაურნენ - განცხადებებში ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს, რომ დაზუსტდეს, რა სახით, რა ფორმით აპირებენ კონკურსის ჩატარებას," - ამბობს ეკალაძე.