ნეთანიაჰუ: ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს

14.01.24 12:17
ნეთანიაჰუ: ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვრის დახურვას ითხოვს. ნეთანიაჰუს თქმით, საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს. როგორც პრემიერი ამბობს, ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე.

ჩვენ გავანადგურებთ "ჰამასს", მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან - ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა და თქვა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.

მსგავსი სიახლეები