როდის მოხდება სადავო ხატის კორექტირება - რა ინფორმაციას ფლობენ სამების ტაძრის სასულიერო პირები
როდის მოხდება წმინდა მატრონას ხატის კორექტირება - სამების ტაძრის მოძღვრებს ინფორმაცია არ აქვთ. როგორც "პირველებთან" სასულიერო პირები ამბობენ, ხატზე სტალინის გამოსახულება უნდა ჩანაცვლდეს და თუ ცვლილებას მომდევნო რამდენიმე დღეში შემომწირველები არ განახორციელებენ, ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
როგორც სასულიერო პირი ამბობს, პატრიარქთან ხატთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმებული არ იყო და სწორედ ამიტომ ითხოვა შენდობა არქიმანდრიტმა.
კონკრეტული დღე არ ვიცით, მაგრამ უახლოეს მომავალში მოხდება. შეიძლება იმ ადგილას სხვა სცენა იქნას დაწერილი, წმინდა მატრონას გარშემო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები არის გამოსახული, შეიძლება ეს კონკრეტული ფრესკა შეიცვალოს სხვა რომელიმე ეპიზოდით ცხოვრების.
არაკანონიკური არ არის ეს ხატი, რჩება იმიტომ, რომ მოხდება იმ კონკრეტული სცენის შესწორება, არაკანონიკურად არ ითვლება. პატრიარქთან ყველა დეტალის შეთანხმება ვერ მოხერხდა და ამის გამო მამა იოანემ თავად შენდობა ითხოვა, რომ ვერ მოხერხდა და ის იყო კეთილმოწესე, რომელმაც მისცა უფლება, რომ ეს ხატი შემობრძანებულიყო ეს ხატი.
(თავად შემომწირველებმა უნდა მოახდინონ კორექტირება ამ ხატის?) თუ მათ ამის სურვილი აქვთ კი, თუ არადა ჩვენ თვითონ მოვახდენთ კორექტირებას,“ - განაცხადა სასულიერო პირმა.
"პირველებმა" სცადა არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილთან დაკავშირება, თუმცა ის არც სამებაში გამოჩენილა და მის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც სასულიერო პირები.
რამდენიმე დღის წინ არქიმანდრტიმა შენდობა ითხოვა და წმინდა მატრონას ხატის, სადაც სტალინია გამოსახული, სამებაში დაბრძანებაზე პასუხისმგებლობა აიღო. სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი წერს, რომ ხატი ტაძარში ისე დააბრძანეს, რომ საპატრიარქო საქმის კურსში არ ყოფილა.