სახელმწიფო დროშის დღე - პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდება

14.01.24 13:14
სახელმწიფო დროშის დღე - პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდება

დამოუკიდებლობის და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო - დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლამდე ახალგაზრდებს შეხვდება - პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ელოდება.

სტუდენტები ამბობენ, რომ ახალგაზრდები პრეზიდენტის მხარდაჭერას და თანადგომას გრძნობენ და ეს მათთვის მამოტივირებელია.

საქართველოს პრეზიდენტი მითუმეტეს ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიურად გვიდგას სტუდენტებს გვერდში, ეს რამდენჯერმე ნათლად გამოჩნდა - თუნდაც, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ კანდიდატის აღსანიშნავ კონცერტზე, როდესაც მერიამ არ მოგვცა ამ ღონისძიების ჩატარების საშუალება, პრეზიდენტი იქაც მოვიდა ჩვენთან, დაგვიფიქსირა მხარდაჭერა და ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევაა,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მსგავსი სიახლეები