ათონელის რეზიდენციაში დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი - რა ხდება სასახლესთან?

14.01.24 15:03
ათონელის რეზიდენციაში დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი - რა ხდება სასახლესთან?

სახელმწიფო დროშის დღე - ამ წუთებში ორბელიანის სასახლეში ახალგაზრდები იკრიბებიან. სასახლესთან ამ წუთებში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. სტუდენტები საქართველოს გიგანტურ დროშას გაშლიან ზუსტად ერთ საათში, 4 საათზე ორბელიანის სასახლესთან. 

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტია დაბარებული. საპრეზიდენტო სასახლის კარს ზურაბიშვილი დღეს ოთხ საათზე ყველა მოქალაქიისთვის ხსნის. ათონელის რეზიდენციაში დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი.

პრეზიდენტი ახალგაზრდებში ფლობს ნდობას და მნიშვნელოვანი სახელმწიფო პირია დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი ახალგაზრდებთან ურთიერთობა," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ბოლო პერიოდში, ვფიქრობ, პრეზიდენტის მიმართ სანდობაა უფრო გაიზარდა ახალგაზრდებში, იმიტომ, რომ მართლაც ბოლო პერიოდში, უკვე მესამედ თუ მეოთხედ ვარ აქ დანიშნულ ღონისძიებაზე, სადაც ასევე სტუდენტები იყვნენ დაპატიჟებულები და ვფიქრობ, ასეთმა ღონისძიებებმა უფრო გაზარდა პრეზიდენტის მიმართ სანდოობა," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

პრეზიდენტი შეკრებილებს ზუსტად ერთ საათში სიტყვით მიმართვს. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ არ არის გამორიცხული სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბროს, რადგან ივანიშვილის კულისებიდან გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტს ამ თემაზე ერთი სიტყვა არ უთქვამს.

მსგავსი სიახლეები