ფუნდამენტური პრობლემაა, რომ სასამართლოს სამართლიანობის აღქმა არ არსებობს ქვეყანაში - ბედინეიშვილი Fitch-ის ანგარიშზე
"ჩვენი მთავარი ფუნდამენტური პრობლემა არის, რომ სასამართლოს სამართლიანობის აღქმა არ არსებობს ქვეყანაში," - ამ განცხადებას ეკონომსტი გიგა ბედინეიშვილი Fitch-ის ანგარიშის შეფასებისას აკეთებს.
როგორც ბედინეიშვილი ამბობს, სტაგნაციური მონაცემები განპირობებულია მიკერძოებული სასამართლოს გამოც, რადგან ინვესტორებს დავის შემთხვევაში დამოუკიდებელი სასამართლოს იმედი არ აქვთ.
ის ქვეყნები რომ ავიღოთ, რომლებსაც საინვესტიციო რეიტინგი აქვთ და “A” რეიტინგი აქვთ, ყველას მათ აქვთ დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენი მთავარი ფუნდამენტური პრობლემა არის, რომ სასამართლოს სამართლიანობის აღქმა არ არსებობს ქვეყანაში, არც თვითონ საქართველოს მოქალაქეებში არ არსებობს ეს აღქმა და არც უცხოელ ინვესტორებში არ არსებობს ეს აღქმა, შესაბამისად, ეს ყოველთვის იქნება დიდი რისკი,“ - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.