ვნახეთ ე.წ. ფარცხალაძის დადგენილება, როგორ პირდაპირ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა „ოცნების“ დავალება - გოცირიძე

14.01.24 15:45
ვნახეთ ე.წ. ფარცხალაძის დადგენილება, როგორ პირდაპირ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა „ოცნების“ დავალება - გოცირიძე

ეროვნული ბანკი სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვის შედეგებს იმკის - ამ შეფასებას ოპოზიციაში აკეთებენ. გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის Fitch-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ საქართველოში ეკონომიკა არ ვითარდება. უძრავი რეიტინგი კი ნიშნავს იმას, რომ არცერთი მსხვილი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში არ შემოვა. გაყინული რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

"ევროოპტიმისტების" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მმართველ რგოლში კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემა. ფარცხალაძის სკანდალი და სამი  ვიცეპრეზიდენტის დემონსტრაციული გადადგომის შემდეგ ეროვნულ ბანკს "ოცნების" პოლიტიკური გუნდი მართავს.

ეროვნული ბანკის კანონის მიღებამ განაპირობა ის მდგომარეობა, რაც არის ეროვნულ ბანკში დღეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა, ვინაიდან ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის 9 წევრიდან 4 წევრი არ არის შევსებული. ჩვენ ვნახეთ ე.წ. ფარცხალაძის დადგენილება, როგორ პირდაპირ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა „ქართული ოცნების“ დავალება და როგორ გადაეფარა სანქცირებულ რუსეთის აგენტ ფარცხალაძეს და ამიტომ ასე არ შეიძლება მდგომარეობა გაგრძელდეს. 
როდესაც ნახსენებია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ამავე დროს, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთანაც არის კავშირში, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საბჭოს ყველა წევრი ჩაგდებული იქნა პარლამენტის მიერ,“ - ამბობს გოცირიძე.

 

მსგავსი სიახლეები