"პრეზიდენტმა ჩვენ ბრძოლისკენ მოგვიწოდა" - როგორ გაიგეს ზურაბიშვილის გზავნილები ახალგაზრდებმა

14.01.24 17:09
"პრეზიდენტმა ჩვენ ბრძოლისკენ მოგვიწოდა" - როგორ გაიგეს ზურაბიშვილის გზავნილები ახალგაზრდებმა

"დროშა თქვენი დასაცავია," - პრეზიდენტის ამ გზავნილს ორბელიანის სასახლესთან მისული ახალგაზრდები ქვეყნის დაცვისკენ მოწოდებით ხსნიან.

სტუდენტები, რომლებიც დღეს სასახლეში სახელმწიფო დროშის პრეზიდენტმა სპეციალურად მიიწვია, თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება უმნიშვნელოვანესია.

ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხედავს, საზოგადოების მთავარი დაკვეთა - ევროკავშირის წევრობა საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეს.

პრეზიდენტის გზავნილების მოსმენის შემდეგ ახალგაზრდები ამბობენ, რომ იდეური ბრძოლა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გარშემო კვლავ წინაა.

ეს დროშა არის სწორედ რომ ახალგაზრდების დასაცავი და რახან დაცვა სჭირდება, ფაქტია, რომ პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება და იმისკენ მიუთითა საზოგადოებას, რომ ქართული დროშა და ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშეა.
სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი, რომ ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს იდეური ბრძოლა იმათ წინააღმდეგ, ვინც უკვე აღმართული დროშის წინააღმდეგ რაღაც ძალებს გამოიყენებს და კვლავ შეეცდება იმ რუსულ გზაზე გადაგვიყვანოს, რასაც წლების ვებრძვით,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

 

მან ჩვენ ბრძოლისკენ მოგვიწოდა, მოგვიწოდა გავეშებული რუსული, თუნდაც პასიურ-აგრესიული გამოხატულებისგან თავის და დროშის დაცვაში. მან მოგვიწოდა მეტი აქტიურობისთვის იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დავიცვათ პატრიოტიზმი და სუვერენიტეტი ნებისმიერი სახით და ნებისმიერი შესაძლებლობებით, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გაგვაჩნია. 
ეს იყო მთავარი შინაარსი, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე თითოეულმა ჩვენგანმა ხმა მივცეთ იმ შესაძლებლობას, რა შესაძლებლობითაც ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ კიდევ უფრო გადადგამს მყარ ნაბიჯებს, კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო იქნება დამოუკიდებელი,“  - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

სახელმწიფო დროშა და ქართული სახელმწიფო ზოგადად ახალგაზრდების დასაცავი რომ არის, იყო და ალბათ, იქნება მომავალშიც ეს ნათელია და კარგია, რომ გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმაც ხაზი. 
ეს ჟესტი იყო მისი მხრიდან, ჩემი აზრითაც, რომ ახალგაზრდებში არის ის ძალა, რომელიც მოიტანს ამ ქვეყანაში ცვლილებებს,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მუდმივად პრეზიდენტი დემონსტრირებს ხოლმე რომ ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ქვეყნის დაცვას იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 
 

მსგავსი სიახლეები