როგორ აღნიშნეს კალანდობა გურიაში სოციალურად დაუცველებმა და ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნებმა

14.01.24 17:44
როგორ აღნიშნეს კალანდობა გურიაში სოციალურად დაუცველებმა და ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნებმა

 

როგორ აღნიშნეს გურულებმა კალანდობა - მაშინ როცა "ქართული ოცნების" ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა გურული ტრადიციებითაა და სტუმართმოყვარეობით რესტორანში იწონებდა თავს, ადმინისტრაციული შენობიდან რამდენიმე მეტრში 50-მდე ოჯახი პრაქტიკულად მშიერი იყო.
სოციალურად დაუცველები არც კალანდობას გახსენებია მთავრობას. 

ოზურგეთის მერიიდან რამდენიმე მეტრში ე.წ. შანხაის დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემებს არ უსმენს.

საკვები რა მაქვს, არაფერი - მანდარინი მაქვს და ვაშლი და უბრალო კამფეტი. საჭმელი რა, ბორში გავაკეთე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

თუ ვინმეს რამე საშუალება გვქონდა, ერთმანეთს მივაწვდინეთ, არანაირი ყურადღება არ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ვის გაუგონია იქ საქანელის გაკეთება. რაის საქანელაა. ღმერთმა ნუ ქნას და ცეცხლი გაჩნდეს, „პაჟარნია“ ვერ მივა, რა უნდოდა იქ საქანელას,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მაგათ რომ ვუყურო, ამომხდება მე სული მშიერი, პენსიონერი ვარ და გამაქვს ტავი, მაგათ შემხედვარე ჩემი მტერი იქნა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რა დაუჯდათ კალანდობის სუფრა ოზურგეთის მერიაში, საიდუმლოა - ინფორმაციას "პირველებს" არ აწვდიან. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერებმა ბიუჯეტის ფულით იზეიმეს კალანდობა. 

ოზურგეთს ჰყავს ბიუჯეტის წურბელა, ქურდი მერი, რომელიც არ ინტერესდება იმ ადამიანების ცხოვრებით, რომლებიც შიმშილობენ. ახალ წელს ცარიელ მაგიდასთან შეხვდნენ და მეტიც, ამ ადამიანების ხარჯზე ეს ადამიანი ცხოვრებას და კომფორტს იწყობს - 6 ათას ლარად ფოტოაპარატი იყიდა, 24 ათასი ლარი მხოლოდ მერიის განათებები დაჯდა,“ - ამბობს ოპოზიციური პარტიის წევრი.

მსგავსი სიახლეები