"დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ დროშას" - პრეზიდენტის გამაფრთხილებელი გზავნილები

14.01.24 20:01
"დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ დროშას" - პრეზიდენტის გამაფრთხილებელი გზავნილები

 

დაიცავით კანდიდატი ქვეყნის დროშა და არავის მისცეთ უფლება შეგვიცვალოს ფასეულობები - სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ინტერესების დაცვას ისევ ახალგაზრდებს სთხოვს.

პრეზიდენტმა სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილი მარტის აქციების დროს ქუჩაში იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა, ათონელის სასახლიდან მიმართა, სადაც საქართველოს დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიება მოაწყო.

გამოსვლაში გაფრთხილების სიგნალები იყო - პრეზიდენტმა მინიშნება რუსეთზე და "ოცნების" საგარეო კურსზე გააკეთა. ამ მიმართვამ დატოვა განცდა, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე ზურაბიშვილი  მმართველი პარტიისგან პოლიტიკურ სიურპრიზებს ელოდება. ამ ბრძოლაში კი ისევ ახალგაზრდების იმედი აქვს.

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ეჭვობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ივანიშვილის პარტია ახალ პროვოკაციას მოაწყობს რომ ევროინტეგრაცია შეაფერხოს.

მსგავსი სიახლეები