ვინ წაშლის სტალინს ხატიდან - ინაშვილი ორჭოფობს, მეუფე შიო კი პირველ შეფასებას აკეთებს

14.01.24 20:06
ვინ წაშლის სტალინს ხატიდან - ინაშვილი ორჭოფობს, მეუფე შიო კი პირველ შეფასებას აკეთებს

 

ვინ მოაშორებს საბჭოთა ბელადის გამოსახულებას მატრონა მოსკოველის ხატიდან? - საპატრიარქო ირმა ინაშვილს ელოდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ პრორუსული პარტიის დამფუძნებელი ორჭოფობს. 

ინაშვილს მიაჩნია, რომ სამებაში დაბრძანებული ხატიდან  მატრონასა და სტალინის შეხვედრის ეპიზოდი საპატრიარქოს მიერ შერჩეულმა ხატმწერმა უნდა გადახატოს. 

ამ თემას დღეს პირველად გამოეხმაურა შიო მუჯირი. პატრიარქის მოსაყდრემ წმინდა მატრონას ხატისთვის ლურჯი საღებავის შესხმა მკრეხელობად გამოაცხადა და ამბიონიდან მოუწოდა "ქართულ ოცნებას", რელიგიური სიწმინდეები გამკაცრებული კანონით დაიცვას.

მსგავსი სიახლეები