სანქცირებული ფარცხალაძის დაცვა სებ-ს ძვირი უჯდება - რა წერია Fitch-ის ანგარიშში
ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაცვა საქართველოს ეროვნულ ბანკს ძვირი უჯდება - საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ერთ ადგილზე გაიყინა - ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება არცერთ მსხვილ ინვესტორს არ მოუნდება. არადა, სწორედ უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოსვლაზეა დამოკიდებული ლარის კურსის სტაბილურობაც და ეკონომიკური ზრდის ტემპებიც.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ანგარიშში რუსულ საფრთხეებზე და პოლიტიკურ რყევებზე წერს. დასახელებულია პრეზიდენტისა და მთავრობის მზარდი დაპირისპირება. ასევე, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბანკმა სანქციათა აღსრულების წესი შეცვალა რომ შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე დაეცვა.