რატომ დარჩა ასასვლელ-ჩასასვლელის გარეშე ხიდი დუშეთში?

14.01.24 20:23
რატომ დარჩა ასასვლელ-ჩასასვლელის გარეშე ხიდი დუშეთში?

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დუშეთში ხიდი ააშენა, მაგრამ ზომები სწორად ვერ აიღო და მოკლე გამოუვიდა. ხიდი, რომელიც ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა უნდა ყოფილიყო, ახლა შუა მდინარეში ბეტონის კონსტრუქციაზე დგას. მას არც ასასვლელი აქვს და არც ჩასასვლელი.

ადგილობრივები ვერ ხვდებიან, რაში გაიფლანგა ათასობით ლარი. არადა, ამ გზის გაკეთებას ორი წელი ელოდნენ. უფუნქციო კონსტრუქცია, რომ ხიდად იქცეს, მისი დაგრძელებაა საჭირო, ამიტომ დუშეთის მერიაში ახალი ტენდერი გამოაცხადეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ 450 ათასი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ  ე.წ ხიდმა ხიდის ფუნქცია შეასრულოს. 

მსგავსი სიახლეები