რუსების ე.წ კომუნები - როგორ გადაიქცა ქართული მომსახურების სფერო რუსულად

14.01.24 20:10
რუსების ე.წ კომუნები - როგორ გადაიქცა ქართული მომსახურების სფერო რუსულად

 

როგორ გადაიქცა ქართული მომსახურების სფერო რუსულად - რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები და მარნები - ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებმა ფულის შოვნის მთელი სქემა შეიმუშავეს. 

საქართველოში გადმოსახლებულმა რუსებმა ე.წ კომუნები შექმნეს - თბილისში, ბათუმსა და გუდაურში ნაყიდ ბინებს რუსები რუსებზე აქირავენ და ფულს შოულობენ. ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად  ჩამოსულებს ქართველი გიდიც კი აღარ უნდათ, რომ არაფერი ვთქვათ ქართველების რესტორანში ვახშმობაზე.

ამ დროს კი მცირე ბიზნესი კრიზისშია. სასტუმროების დიდი ნაწილი თავისუფალია, რადგან ქვეყანაში ევროპელი და ამერიკელი ტურისტი აღარ ჩამოდის. გასულ წლებთან შედარებით, მოგების მარჟა თითქმის 70 პროცენტითაა შემცირებული. რთული მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზეც - მცირე ბიზნესი არათანაბარ პირობებზე ალაპარაკდა.

მსგავსი სიახლეები