დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა - ენმ მესამე სექტორს ხვდება

15.01.24 11:53
დეოლიგარქიზაცია და სასამართლო რეფორმა - ენმ მესამე სექტორს ხვდება

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამ წუთებში პარლამენტში არასამთავრობო ორგანოზაციების ხელმძღვანელებს ხვდებიან. ხაბეიშვილის პარტიის წევრები სამოქალაქო სექტორს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკაუთარ ხედვებს აცნობენ.

თინა ბოკუჩავა და ლევან ბეჟაშვილი ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის საკითხი არ გადაიჭრება, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩება. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებემ, რომ სასწრაფოდაა დასაწყები რეფორმები, პირველ რიგში კი ეს სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას ეხება. 

დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ევროკავსირის მხრიდან, რომელსაც უკავშირდება მათ შორის, სასამართლოს რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა, ანტიკორუფციული ბიურო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, ისევე როგორც, ინსტიტუციების გაძლიერება, ამიტომ ამ ფუნდამენტური რეფორმის გახორციელება არის მნიშვნელოვანი, რასაც, ბუნებრივია, არ გააკეთებს "ოცნება" . წარმოუდგენელია, რომ ბიძინამ მოახდინოს დებიძნიზაცია და შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ, მათ შორის, არამსათავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, რომ შევიმუშავოთ ისეთი გეგმა, რომელსაც ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველივე ას დღეში განვახორციელებთ და ამით სრულად შესაბამისობაში მოვიყვანთ საქართველოს კანონმდებლობას ევროკავშირის მკოთხოვნებთან, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მსგავსი სიახლეები