"რუსული დავალების შესრულება და დასავლეთის რევანში" - რა მიზნით ჩავიდა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია?

15.01.24 11:31
"რუსული დავალების შესრულება და დასავლეთის რევანში" - რა მიზნით ჩავიდა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია?

რა მიზნით ჩავიდა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია და ძლიერდება თუ არა რეგიონში ჩინური გავლენები? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კობახიძის ხელმძღვანელობით ავტორიტარულ ქვეყანაში საპარლამენტო გუნდი რუსეთის დავალებით გაემგზავრა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების შესათანხმებლად ირაკლი კობახიძე და კიდევ ხუთი დეპუტატი არ წავიდოდა და ვიზიტის მიზანი პოლიტიკურია. მათი თქმით, დიდი ალბათობით, ივანიშვილის პარტია ამერიკის გეოპოლიტიკურ მეტოქესთან ერთ მაგიდასთან დაჯდომით დასავლელი პარტნიორების შანტაჟს აგრძელებს.

ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ეს არის, უპირველეს ყოვლისა, რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე, ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ძალიან მარტივად: "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს პარტ6ნიორებს უთხრას, რომ მას გააჩნია განსხვავებული ღირებულებითი ღერძი, რომელიც აღარ ემთხვევა ამერიკის და ევროპული კავშირის გეოპოლიტიკურ და საგარეო ინტერესებს. შესაბამისად, უნდა აირჩიო ან ერთი ან მეორე. ორივეს ოკუპაციის პირპობებშ ვერ აირჩევ, - ამბოიბს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია. 

ამავე აზრს იზიარებენ ექსპერტებიც. 

ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან, პრაქტიკულად, რუსული დავალებით მოქმედი სქემა, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ გეოპოლიტიკური ვექტორი შეცვალონ. ამას აკეთებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ჩინეთი ახლა მათთის არის დასავლეთის ალტერნატივა ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბლოკი, რომელიც დასავლეთის ალტერნატივას შესთავაზებდა საქართველოს და ეფუძნება ავტორიტარულ საწყისებს ანუ არის ისეთივე პოლიტიკური მოწყობის, როგორიც არის რუსეთი, როგორიც არის დღეს საქართველო. ამის გარდა, ჩინეთი არის გამოკვეთლად ავტორიტარული ქვეყანა. წარმოადგენს, პირველ რიგში, პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთის, რომ ჩვენ ამ გზაზე იმ წარმატებას ვერ ვიქონიებთ, რომელიც გვინდა და რაც მთავარია, საქართველო ამ ავტორიტარულ რგოლში და იზოლაციაში მოიტოვებს თავს, - ამბობს ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე.

"ოცნების" დეპუტატები შანხაისა და პეკინში შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან ერთი კვირის განმავლობაში გამართავენ. საპარლამენტო დელაგაციის შემადგენლობაში არ არის ოპოზიცია.

მსგავსი სიახლეები