"ლელოს" პოლიტსაბჭოს ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს
"ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე დაინიშნა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო გენერალურ მდივნის პოზიციაზე ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა.
მამუკა ხაზარაძემ ასევე იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც "ლელო" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
"ლელოში" დამთვარდა საარჩევნო პროცესი. მოგეხსენებათ, რომ დეკემბრის 22-ში ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს 21 წევრი. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეული იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა წარგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე ანა ნაცვლიშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და იგი წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში და ასევე ირაკლი კუპრაძე, რომელიც დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და დღეიდან მთლიანად პარტია მობილიზებულია იმისთის, რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ძაილან ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს თავის სამშობლოს და რაც ყველაზე მთავარია, ჩენს ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება სამუშაოს დაწყების საქართველოში, ჩვენს პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება და უამრავი სხვა გეგმა, რომელიც ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაწერილი ჩენი მარშალის გეგმაში. ჩვენ ვართ სრულად მობილიზებულები მთელი პარტია იმისთის, რომ 2024 წელი არა მარტო ჩენი პარტიისთის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი წელი და გამარჯვების წელი, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.