"გახსენით ეთერები ყველა პოლიტიკური აქტორებისთვის" - გახარიას გუნდი სახელისუფლებო არხებს

15.01.24 12:37
"გახსენით ეთერები ყველა პოლიტიკური აქტორებისთვის" - გახარიას გუნდი სახელისუფლებო არხებს

"გახსენით საეთერო სივრცე" - ამ წინადადებით გახარიას პარტია სახელისუფლებო არხებს მიმართვს. ექსპრემიერის პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კონკურენტებთან შედარებით არათანამბარ  პირობებში არიან. გარდა ამისა, პარტია "საქართველოსთვის" ივანიშვილსა და გახარიას შორის დებატების მოწყობაც მოითხოვეს.

ჩვენი მოთხოვნით და მიმართვით ამ არხებისადმი მათ გახსნან დებატებისთვის სატელევიზიო ეთერები და გახსნან პირდაპირი ეთერები არა მხოლოდ ენმ-თვის და სააკაშვილისთვის კონკრეტულად, არამედ ყველა პოლიტიკური აქტორისთვის. იმისთის, რომ ჩვენ მოგვეცეს საარჩევნო წელს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების წარმართვა. მათ შორის, მივმართე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და ივანიშვილის დამცველებს, რომ დასხდნენ დებატებში მნიშვნელოვანე საკითხებზე სასაუბროდ მოქალაქეებთან და დაანებონ ფეიკების გავრცელებას თავი. ჩვენ ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები