რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

15.01.24 12:50
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. 
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. 
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას," - წერია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები