მოსამართლემ ჩაიხედოს საკუთარ გულში და ისეთი განაჩენი გამოუტანოს ლაზარეს - ლაზარეს ბაბუის მიმართვა

15.01.24 13:08
მოსამართლემ ჩაიხედოს საკუთარ გულში და ისეთი განაჩენი გამოუტანოს ლაზარეს - ლაზარეს ბაბუის მიმართვა

დადექით ისტორიის სწორ მხარეს - ლაზარეს ოჯახი მოსამართლეს მიმართავს. ოჯახს სასმართლოსან ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვს.

ლაზარეს ბაბუა, რომელსაც დღეს სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცა, თუმცა, ლაზარეს გადაწყვეტილებით ჩაიხსნა მოწმეთა სიიდან, მოსამართლეს მიმართავს, რომ პოლიტიკურ მითითებებს არ დაემორჩილოს, რადგან ბრალდების მხარეს ლაზარეს წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ აქვს. 

"პირველებთან" გია კალანდაძე ხსნის ლაზარეს მარტის აქციებზე სიარულის მოტივს და ამბობს, რომ ის ქვეყნის მომავლისთვის იბრძოდა.

მოსამართლემ ჩაიხედოს საკუთარ გულში და ისეთი განაჩენი გამოუტანოს, თუ იმსახურებს ლაზარე რამენაირ განაჩენს იმ საქმის მიხედვით, რაც დღესდღეობით მიდის.
მე მინდა მჯეროდეს, რომ რაღაც იოტისოდენას მაინც ვიტოვებ, რომ სასამართლო რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არ დააზიანებს ლაზარეს და ლაზარეს მომავალს.
არანაირი მტკიცებულება არ არის.
საქართველოს მომავლისთვის და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის დადიოდა, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ვერ იტანდა უსამართლობას.
მოვყვებოდი, როგორი ადამიანია ლაზარე, რა აზრები და მიზნები ჰქონდა,“ - ამბობს ლაზარეს ბაბუა.

 

მსგავსი სიახლეები