არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნებამ" არჩევანი NATO-ს ნაცვლად BRICS -ზე გააკეთოს - თინა ხიდაშელი

15.01.24 13:14
არ გამოვრიცხავ, რომ "ოცნებამ" არჩევანი NATO-ს ნაცვლად BRICS -ზე გააკეთოს - თინა ხიდაშელი

"ქართული ოცნების" სტრატეგიული განაცხადი და ჩინეთში ვიზიტი - თავდაცვის ექსმინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და არჩევანი ბრიქსზე გააკეთოს. საუბარია რუსეთის - ჩინეთის - ინდოეთის -ბრაზილიიის და სამხრეთ აფრიკის ალიანსზე. ეს ის ჯგუფია, რომელიც ხუთმა ქვეყანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპირწონედ შექმნა.

თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დიდხანს დარჩა, ქვეყანამ ნატოზე ფიქრი უდნა დაივიწყოს. 

სტრატეგიული განაცხადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ახლა, ამ გართულებული ვითარების ფონზე, რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინააღმდეგობრივი, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, გამოწვევა გაგზავნილი დასავლელი პარტნიორებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საერთოდ არ გამოვრიცხავ, თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩა, რომ ბრიქსში გაერთიანებაზე გააკეთონ განაცხადი ნაცვლად ნატოსი. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში იმდენი რამის გაფუჭებას ვერ შეძლებენ, რომ მერე ეს გამოუსწრებადი არ იყოს, თორემ ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, უნდა დავივიწყოთ საერთოდ ფიქრი განსაკუთრებით ნატოზე და იმ ტიპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე, რაზეც ამდენი წლების, ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტა და ქართული საზოგადოება იბრძოდა, - ამბობს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები