ლაზარეს საქმე - რა გზავნილი აქვთ სამოქალაქო აქტივისტებს პრეზიდენტთან?
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში დარწმუნებულები არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც ისინი "პირველებთან" ამბობენ, ლაზარეს საქმე არა სასამართლო დარბაზში, არამედ პოლიტიკურ კულისებში წყდება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, თუ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ახალგაზრდებს მარტის აქციების გამო მადლობას უხდის, მან უნდა შეიწყალოს ამავე აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი.
რა თქმა უნდა, ქართული ოცნება სრულ წნეხს ახორცილებს და მათი პოლიტიკური სასამართლო მაქსიმალურად არის ამ საქმით პოლიტიზირებული და არ მაქვს იმის იმედი, რომ ამ ადამიანს გაათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად უსამართლოდ არის დაკავებული და ასევე, მნიშვნელოვანი არის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, იმიტომ, რომ ის ამ დროის განმავლობაში მადლობას უხდიდა აქციის მონაწილეებს მარტის პერიოდში და ვფიქრობ, რომ თუ უნდა, რომ რაიმე როლი დატოვოს საქართველოს პოლიტიკაში, აუცილებლად უნდა შეიწყალოს ლაზარე,“ - ამბობს მარიამ შუშანია.
სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი სალომე ხვადაგიანი თვლის, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის ნების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს.
შეიძლება ლაზარე გამოუშვან კიდეც, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ, რატომ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი დაიჭირო, როდესაც პროპაგანდის მიზნებისთვისაც თითქოს აღარ არის აქტუალური ლაზარე, შეიძლება გაუშვან კიდეც.
უბრალოდ ეგ გადაწყვეტილება - გაუშვებენ თუ არა ლაზარეს, არ მიიღება, სამწუხაროდ, სასამართლო დარბაზში, მიიღება პოლიტიკური კუთხით, პოლიტიკური გავლენებით, ამიტომ, რას გადაწყვეტენ პოლიტიკოსები ლაზარესთან დაკავშირებით, იმის მიხედვით მიიღება სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ, მოლოდინის რეჟიმში ვართ.
მგონია, რომ არაფერს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი ისეთს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნებას ეწინააღმდეგება, ამიტომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს,“ - ამბობს სალომე ხვადაგიანი.