მნიშვნელოვანია, ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ - ბადრი ჯაფარიძე

15.01.24 13:24
მნიშვნელოვანია, ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჩინეთის მხრიდან მნიშვნელოვანია საქართველოს დეოკუპაციის მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. საქმე ეხება ხელისუფლების დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს.

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ჩინეთმა ეს არ გააკეთა იმ ფონზე, როდესაც საქართელომ ერთიან ჩინეთს მკაფიოდ დაუჭირა მხარი.

როდესაც გაფორმდა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ შეთანხმება ღარიბაშვილის ხელმოწერით, ამ შეთანხმებაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დეოკუპაციას. ეს არ იყო ნათქვამი, როცა მეორეს მხრივ საქართველომ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ერთიან ჩინეთს. აქედან გამომდინარე, ჩინეთთან ურთიერთობაში ეკონომიკური ასპექტი არის ძალიან მნიშნელოვანი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩინეთმა მკაფიოდ გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციის მიმართ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები