სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

15.01.24 13:33
სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები ქვეყანას არ აზიანებს და მეტიც, მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღიარებს. სახელისუფლებო გუნდის წევრს განმარტებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ოპოზიციამ თქვა, რომ ჩინეთი საქართელოს დეოკუპაციას ღიად მხარს არ უჭერს.  

ამასთან, სარჯველაძე თავს ისევ ოპოზიციას ესხმის და ირწმუნება, რომ მსგავს "სიცრუეს" ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ტირაჟირებს. 

ჩინეთი, დიახ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მხარს უჭერს. არაერთ დოკუემნტშია ეს გათვალისწინებული და რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტში თუ არ არის გათვალისწინებული, ეს, რასაკვრიველია, ვერავითარ უარყოფით გვალნეას ვერ იქონიებს საკუთღივ პოზიციაზე, რომელიც მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, მათ შორის, ჩინეთს. რამდენიც არ უნდა ეძებოს ოპოზიციამ მიზეზები, რომ რაღაც შეთხზას ისტორია, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი, ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად უმაქნისია. გახსოვთ, თქვენ იგივე ოპოზიციის ძალიან ხმამაღლა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა კანდიდატი სტატუსის მოპოვებაში ხელს შეუშლიდა ქვეყანას, მაგალითად, სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმება ჩნეთთან, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მართალი, - ამბობს სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები