მელიასთან არ მიმდინარეობს არანაირი კონსულტაცია - ბადრი ჯაფარიძე
"ლელო" ნიკა მელიასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს. "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
ამ მომენტისთვის არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. ძნელია საუბარი თეორიულ სცენარებზე. ამ წუთას არ განიხილება, არ მიმდინარეობს არანაირი კონსულტაცია,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.