დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას - ციმაკურიძე

15.01.24 14:05
დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს სასამართლო და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას - ციმაკურიძე

„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძლა კომპლექსურ საკითხებს მოიცავს. საუბარია სასამართლოსა და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობაზე. ამის შესახებ მან ენმ-თან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

ციმაკურიძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობდა დაიწყოს, რათა ოქტომბრამდე ყველა ერფორმა სრულად განხორციელდეს. 

დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური საკითხია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, რაც არ ხდება სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო შექმნილია და მუშაობს უკვე წელიწადზე მეტია, ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიება ისევ რჩება პრობლემად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამ მიმართულებით დაიწყოს აქტიური მუშაობა სამუშაო ჯგუფების ფორმატებში. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. დეოლიგარქიზაცია არის სამსჯელო საკითხი და უნდა შევძლოთ, რომ ოქტომბრამდე მივიდეთ ისეთი რეფორმებით, რომელიც არ დააზიანებს ჩვენი ევროინტეგრაციის გზას,” - განაცხადა ციმაკურიძემ.

მსგავსი სიახლეები