თურმე აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით... ჩინეთს აყენებენ შეურაცხყოფას - სამხარაძე
"თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს," - ამ განცხადებით პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციის კრიტიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ჩასვლასთან დაკავშირებით.
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების "ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვს".
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკის და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის არ აქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ აქ ჩამოვედით მოსკოვის დავალებით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს", - განაცხადა მან.