თავდასხმა კასპის საკრებულოში - ირაკლი მილაძის ინფორმაციით, პროკურატურამ ორ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა

15.01.24 14:39
თავდასხმა კასპის საკრებულოში - ირაკლი მილაძის ინფორმაციით, პროკურატურამ ორ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა

ფიზიკური ანგარიშსწორება კასპის საკრებულოში - ირაკლი მილაძის ინფორმაციით, მასზე თავდამსხმელებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. როგორც მილაძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც მას კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მილაძის ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებულები არიან საკრებულოს აპარატის უფროსი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2022 წელს კასპის საკრებულოში ჩემზე თავდასხმა პროკურატურამ სამართლებრივად შეაფასა. მხილებულ ორ პირს, საკრებულოს აპარატის უფროსს და ამავე საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს ბრალი წაუყენა," - წერს ირაკლი მილაძე.

მსგავსი სიახლეები