ლაზარეს საქმის განხილვა გადაიდო - ოჯახი ეჭვობს, რომ სასამართლო განხილვას განზრახ აჭიანურებს

15.01.24 14:59
ლაზარეს საქმის განხილვა გადაიდო - ოჯახი ეჭვობს, რომ სასამართლო განხილვას განზრახ აჭიანურებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარეს საქმის განხილვა გადაიდო. ბრალდებულის ოჯახს და ადვოკატს აქვთ ეჭვი, რომ კლანის მართული სასამართლო პროცეს განზრახ აჭიანურებს. თვლიან, რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეულმა სასამართლომ იცის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ლაზარეს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ.

ოჯახი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა, მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულმა ახალგაზრდამ ციხეში, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს და ის სამაგალითოდ დასაჯოს.

ჩვენ ეს განცდა გვქონდა, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა ბრალდების მხარე, იქიდან გამომდინარე, რომ 12 მოწმე ჰყავდა დარჩენილი, საქმისთვის მნიშვნელოვანი მოწმეები არ იყვნენ, მაგრამ თითო მოწმე მოჰყავდათ სასამართლო პროცესზე, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ ვიფიქრეთ, რომ ეს ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას, აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს უდავოდ გაუხადა ყველა მტკიცებულება წინა სხდომაზე, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ყველა მოწმე მოხსნა, რაც 26 თებერვალს დადგება განაჩენი. ჩვენი მოლოდინია, რომ სათათბიროდ გავა მოსამართლე, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს. წარიმართა არაობიექტურად, არასამართლიანად და განაჩენსაც ველოდებით არასამათლიანს ანუ გამამტყუნებელს,“ - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი პროცესი 26 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები