აჭიანურებენ, წელავენ, რომ დასაჯონ ლაზარე - გრიგორიადისის ბაბუა
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს გადადების გამო ოჯახი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესს აჭიანურებს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თემებრვლის ბოლომდე გადაიდო მორიგი სხდომა.
რა თქმა უნდა, აჭიანურებენ, ეს პირველი ხომ არ არის, არა? 17 ნოემბერს უნდა დამთავრებულიყო პროცესი და ასე წელავენ, ანუ დასაჯონ ლაზარე. განაჩენი რომ იქნება, რაღაც ნაბიჯები ხომ უნდა გადავდგათ, შეწყალება იქნება, გასაჩივრება, ანუ წელავენ, ამასაც ხომ ყველაფერს დრო უნდა. რაც ამ სასამართლოს მოცემული აქვს მტკიცებულებები თუ არა მტკიცებულებები, ჩემი გადმოსახედიდან არაფერ შუაში არ არის,“ - ამბობს ლაზარეს ბაბუა.