აჭიანურებენ, რომ ლაზარეს უფრო დიდი დროის გატარება მოუწიოს ციხეში, იციან, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ყურუა
"აჭიანურებენ იმის გამო, რომ ლაზარეს უფრო დიდი დროის გატარება მოუწიოს ციხეში, რადგან იციან, რომ არსებობს იმის რისკი მათთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარეს შეიწყალებს," - ასე აფასებს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე ყურუა გრიგორიადისის საქმის განხილვის გადადებას.
ყურუას შეფასებით, ხელისუფლება ლაზარეს ციხეში დატოვებით ახალგაზრდების დაშინებას ცდილობს.
აქ ჩვენ მოვდივართ ყველა პროცესზე იმისთვის, რომ ლაზარეს ვაჩვენოთ, მარტო არ არის - იმიტომ, რომ ეს არის სამაგალითო პროცესი, მას სჯიან სამაგალითოდ, იმისთვის, რომ სხვა ახალგაზრდებს შეეშინდეთ. პირველ რიგში, ეს არის ამორალური და თუ სამართლის პრინციპებს გადავხედავთ, არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს სამაგალითოდ, ბრალი არის ინდივიდუალური და ეს უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ ჩვენი სასამართლო დღეს ამისთვის არ იღწვის,“ - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.