მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან - კობახიძე

15.01.24 15:34
მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან - კობახიძე

"სპეკულაციური განცხადებები არის მოსალოდნელი ასეთ დროს," - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტების კრიტიკას მმართველი პარტიის წევრების ჩინეთში ვიზიტზე.

კობახიძე ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა "სხვადასხვა თვალსაზრისით" მნიშვნელოვანია. კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ჩინეთთან  ეკონომიკური მიმართულების გარდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ურთიერთობაც.

რა თქმა უნდა, სპეკულაციური განცხადებები არის მოსალოდნელი ასეთ დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციებს, ამაზე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები