უფრო გასაკვირია, რა რეაქციები აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში კოლეგებს ხვდება - დავითაშვილი

15.01.24 15:39
უფრო გასაკვირია, რა რეაქციები აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში კოლეგებს ხვდება - დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტში პრობლემას ვერ ხედავს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ოპონენტების რეაქციები უფრო მეტად არის გასაკვირი, ვიდრე "ოცნების" დეპუტატების შეხვედრები ჩინელ კოლეგებთან.

უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციები აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან ახდენს შეხვედრებს. იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რომ როდესაც მაღალ დონზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც, იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე ბევრი ინიციატივა და სურვილი ვერ განხორციელდება. ვფიქრობთ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.

მსგავსი სიახლეები