"დავიძახე, რომ იყვნენ ივანიშვილის მონები" - რატომ გაუსწორდნენ ფიზიკურად მილაძეს კასპის საკრებულოში
კასპის საკრებულოს ბრალდებული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს ირაკლი მილაძე. დაზარალებული სამოქალაქო აქტივისტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება "ოცნების" მაღალჩინოსნებს მფარველობს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ისინი პატიმრობაში არ არიან და სამსახურებრივ მოვალეობას ახლაც აგრძელებენ. "ოცნების" წევრების მიერ საკრებულოში ნაცემი მილაძე სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.
კასპის საკანონმდებლო ორგანოდან მოადგილეს, რომელსაც აქვს რაღაც გავლენა და ძალაუფლება, მფარველობს ხელისუფლება და ასევე აპარატის ხელმძღვანელს. რა თქმა უნდა, ამ ნაწილშიც ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ასე არ იყოს. არ შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობენ თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მოქალაქეებზე, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრები და პოზიციები აქვთ.
განხილვა იყო, ჩვეულებრივი სხდომა იყო, როდესაც კონფლიქტი მოხდა, მე უბრალოდ დავიძახე, რომ ესენი იყვნენ ივანიშვილის მონები, რა დროსაც ზურა ჩიტიშვილმა მე სკამიდან გადმომაგდო და მაგ დროს დამარტყა ხელი, რაზეც თუ როგორ მოვიხსენიე ივანიშვილი აუგად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უკვე მეორემ დამარტყა, რომელსაც ბრალი წარედგინა. თავის არეში მირტყამდნენ ხელს, კამერაში შემდეგ ჩანდა, რომ ცხვირიდან მომდიოდა სისხლი, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო,“ - ამბობს ირაკლი მილაძე.