აითაჯის დედა და ბიძა კვლავ პატიმრობაში რჩებიან - რა თქვეს მოწმეებმა სასამართლოზე?

15.01.24 17:24
აითაჯის დედა და ბიძა კვლავ პატიმრობაში რჩებიან - რა თქვეს მოწმეებმა სასამართლოზე?

რუსთავის სასამართლომ უარი თქვა, აითაჯის დედის და ბიძის გირაოთი გათავისუფლებაზე. სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

გამოიკითხა ასიმ ასმანოვის ბიცოლა, რომლის სახლშიც მიიყვანა ასმანოვმა ქორწინების მოტივით 14 წლის გოგონა. მოწმემ დაადასტურა, რომ სკოლის მოსწავლეს გათხოვება არ უნდოდა, დახმარებას დედას სთხოვდა, მაგრამ იძულებითი ქორწინების მსხვერპლს მშობელმა ყურადღება ვერ მიაქცია.

ირკვევა, რომ აითაჯის დედას ძმის ეშინოდა. რუსთავის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ისიც ირკვევა, რომ სწორედ ოჯახის დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა აითაჯმა ქმრის სახლიდან გაქცევა, რა დროსაც მეუღლემ დაინახა და ესროლა. 

როდესაც აქ მოვიდნენ, მითხრა, რომ სტუმრად მოვედითო, სინამდვილეში მოტაცებული ჰყავდა, აითაჯი გათხოვებაზე არაფერს ამბობდა, მე ვკითხე, რისი გეშინიათქო და აითაჯმა მიტხრა, ასე არ მინდოდა მოტაცებით გათხოვებაო, ქორწილით მინდოდაო და ამიტომ ვარ შეშინებულიო. გოგო ჩვენთან მოსვლის შემდეგ, აბაზანის ფანჯრიდან გადაძვრა და მეზობლის ეზოდან გაიქცა, ბავშვი იყო და შეეშინდა და ამიტომ გაიქცა, მერე დედამისს დაურეკა და დედამ ისევ ჩვენს სახლში დააბრუნა, არ ვიცი რატომ. დედას წაყვან უნდოდა, ბიძა წინაარმდეგი იყო, ბიძამ თქვა, ჩვენთან ასეთი წესი არააო, უნდა დარჩესო - 5-6 საათი ელაპარაკნენ. ბოლოს აითაჯკმა თქვა, დავრჩებიო, ბიძა ეუბნებოდა, თუ არ დარჩები თავი მოგვეჭრება და ღირსება შეგველახებაო, უკან მობრუნებულს აღარავინ წაგიყვანს ცოლადო, აითაჯი ბიძის ნათქვამზე ტიროდა. სანამ აითაჯი განაცხადებდა თანხმობას, აითაჯი და ეგანი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, აითაჯიმ დედასთან საუბრის შემდეგ განაცხადა თანხმობა დარჩენაზე," - განაცხადა მოწმემ. 

მსგავსი სიახლეები