იქნება თუ არა გვარამია ნიკა მელიას პარტიის ყრილობაზე - რას ამბობენ მელიას თანაგუნდელები

15.01.24 17:34
იქნება თუ არა გვარამია ნიკა მელიას პარტიის ყრილობაზე - რას ამბობენ მელიას თანაგუნდელები

ახალი გადაჯგუფება ოპოზიციაში - პოლიტიკურ სუბიექტებთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ ნიკა მელიას თანაგუნდელები. ბაჩო დოლიძე ადასტურებს, რომ კონსულტაციები გრძელდება ნიკა გვარამიასთან, თუმცა მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ არ აქვს პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა გვარამია მელიას ახალი პარტიის ყრილობაზე.

რაც შეეხება "ლელოს", ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავენ.

ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, როგორც უკვე ცნობილ პოლიტიკოსებს, ასევე ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები. ადრეც ვთქვით, რომ ყველაზე ნაკლები საუბარი გვქონდა პოლიტიკურ პარტიებთან, უფრო კონკრეტულ სუბიექტებთან გვქონდა საუბარი. 
იმაზეც ბევრი ვისაუბრეთ, რომ ჩვენ და „ლელო“ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ.
(კითხვა: ნიკა გვარამია იქნება თუ არა მელიას ახალი პარტიის ყრილობაზე?) რომ გითხრა, რომ მოლაპარაკებები არ მიდის, მიდის მასთანაც, მაგრამ დასრულებული მოლაპარაკება არ არის,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.

 ნიკა მელიას თანაგუნდელი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ახალი პარტია თებერვალში დაფუძნდება და ყრილობაც რამდენიმე კვირაში იქნება. 

ყრილობა გაიმართება უახლოეს კვირებში, ვფიქრობთ, რომ თებერვალში პარტია დაფუძნდება, ვიხილავთ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, დარწმუნებული ვარ, რომ შეიქმნება ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ უიმედობას და ნიჰილიზმს, რაც ახლა საზოგადოებაში არის მნიშვნელოვნად გადატეხავს და გააჩენს რწმენას, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა,“ - განაცხადა კირთაძემ.

ნიკა მელიასა და გვარამიასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს ხატია დეკანოიძეც, რომელიც ვარაუდობს, რომ გაზაფხულამდე ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონტურები გამოიკვეთება.

მსგავსი სიახლეები