იმაზე საუბრის ნაცვლად, თუ ვისთან არ გაერთიანდებიან, უპრიანი იქნება, ისაუბრონ მცირე ზომის პარტიებმა, ვისთან გაერთიანდებიან - ბოკუჩავა

15.01.24 17:43
იმაზე საუბრის ნაცვლად, თუ ვისთან არ გაერთიანდებიან, უპრიანი იქნება, ისაუბრონ მცირე ზომის პარტიებმა, ვისთან გაერთიანდებიან - ბოკუჩავა

"იმაზე საუბრის ნაცვლად, თუ ვისთან არ გაერთიანდებიან, მე ვფიქრობ, უპრიანი იქნება, ისაუბრონ მცირე ელექტორალური ზომის პარტიებმა, ვისთან გაერთიანდებიან," - ამ განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აკეთებს.

ბოკუჩავა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და გაერთიანებას ურჩევს. 

ამას უფრო ელის საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი, რომელსაც სურს, გააკეთოს არჩევანი, რომელიც კი არ დაიკარგება, შემდეგ ასახული იქნება კოალიციურ, პროდასავლურ მთავრობაში და ამის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანება,“ - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები