მთავრობა "სინოჰიდროსთან" ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მის ერთ-ერთ მსხვილ კონტრაქტორ კომპანიასთან - სინოჰიდროსთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას გეგმავს - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციას BMG ავრცელებს.
თავად სინოჰიდროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტებია:
2020-2021 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და კორპორაცია სინოჰიდროს სათაო კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებში პროექტებს განახორციელებს შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ 2020-2022 წლებში და რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 360,681,790.54 ლარის ექვივალენტით:
1. ბათუმი (ანგისა)-ახალციხის (შ-1) შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის (ლოტი1,
ხულო-გოდერძის უღელტეხილი კმ5+195 - კმ29+732) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კონტრაქტის #BARP/CW/ICB-01/01 LOT 1;
2. ბათუმი (ანგისა)-ახალციხის (შ-1) შიდასახელმწიფოებრივი გზის ხულო-ზარზმას მონაკვეთის (ლოტი2,
გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა კმ0+000 - კმ17+380) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კონტრაქტის #BARP/CW/ICB-01/01 LOT 2;
3. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 2-ე ლოტის
სამშენებლო სამუშაოები (კმ7+700-კმ14+060). კონტრაქტის #EWHCIP/CW/RFB-01.
კომპანიის მიერ წარსულში უკვე დასრულებული საგზაო პროექტები ასე ნაწილდება:
1) რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია ე-60 გზის (143-ე კმ-ზე) FEWHIP-AF/CW/ICB-01
2) თბილისი-რუსთავის მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის მონაკვეთის
მოდერნიზაცია პირველი და მე-3 სექცია კონტრაქტის # P42414-SUTIP2-ICB-1.03-2013
3) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი-მახინჯაურის კმ 30+000 - კმ. 33+000 მონაკვეთზე . კონტრაქტის # RCIP/CW-ICB-01/03
4) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ.0+000 - კმ. 12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი-მახინჯაურის კმ30+000 - კმ. 33+000 მონაკვეთზე . კონტრაქტის # RCIP/CW-ICB-02
5) E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო, ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი LOT 1 (კმ 0+000-კმ5+800). კონტრაქტი # EWHCIP/CW/ICB-01
6) სამტრედია-გრიგოლეთის - 60 გზატკეცილის 11+500 კმ - 30+000 კმ მონაკვეთის მშენებლობა. კონტრაქტის # EWHG/CW/ICB-02