"ოცნება" EU-ში გაწევრიანების პარალელურად ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობას აღრმავებდა - Reuters

15.01.24 19:29
"ოცნება"  EU-ში გაწევრიანების პარალელურად ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობას აღრმავებდა - Reuters

"საქართველოს მთავრობა EU-ში გაწევრიანების პარალელურად ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობდა", - ასე ეხმაურება საერთაშორისო გამოცემა Reuters "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტს.

გამოცემა აღწერს, რა ხდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და რა პოლიტიკას ატარებდა საქართველოს ხელისუფლება. მედიას კიდევ ერთხელ მოჰყავს ევროკავშირის დათქმა და წერს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლითა და ბრიუსელთან დაახლოებით.

ჩინეთი მთავარი ინვესტორია საქართველოში, ჩინური კომპანიები, ამჟამად, ახალ ავტომაგისტრალს აშენებენ, რომელიც თბილისს საქართველოს მეორე ქალაქ, შავი ზღვის პორტ ბათუმთან დააკავშირებს. საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ცდილობდა EU-ში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, რომლებთანაც EU-ს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თბილისმა უარი თქვა დასავლეთის ქვეყნების გაყოლასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ და გასულ წელს რუსულ ავიახაზებს უფლება მისცა განაახლონ პირდაპირი ფრენები საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეწყდა. დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, ევროკავშირმა თქვა, რომ იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს მომავალ გაწევრიანებას, თბილისმა თავისი საგარეო პოლიტიკა ბრიუსელთან უფრო უნდა დააახლოოს." - წერს Reuters.

მსგავსი სიახლეები