სად არის პრემიერი - დაიწყო თუ არა ივანიშვილმა ღარიბაშვილის განეიტრალება და კობახიძის წინ წამოწევა?

15.01.24 20:02
სად არის პრემიერი - დაიწყო თუ არა ივანიშვილმა ღარიბაშვილის განეიტრალება და კობახიძის წინ წამოწევა?

 

დაიწყო თუ არა ივანიშვილმა ღარიბაშვილის განეიტრალების სპეცოპერაცია - ოლიგარქის პოლიტიკაში მესამედ მოსვლის შემდეგ პრემიერი საჯარო სივრციდან გაუჩინარებულია. უკვე მესამე კვირაა ღარიბაშვილი არ გამოჩენილა ჟურნალისტებთან და საჯარო ღონისძიებებზე. დუმს მთავრობის სხდომებზეც, რომელსაც როგორც წესი, პრემიერი ეკონომიკურ წარმატებებსა და მის დამსახურებებზე საუბრით ხსნიდა. წელს უკვე მეორე მთავრობის სხდომა ისე დაიწყო და ისე დასრულდა, რომ ღარიბაშვილის მიმართვა არ ყოფილა. 

ერთი ირაკლის ჩრდილში გადასვლის პარალელურად, წინა პლანზე მეორე გამოვიდა - პრემიერის შემდეგ პარტნიორებთან მოლაპარაკებებზეც კი ირაკლი კობახიძე დადის. ახლა "ოცნების" დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით კომუნისტურ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. პარტიის ლიდერშიპის ჩასვლამ რუსეთის მოკავშირე ქვეყანაში კი გააჩინა ეჭვი, ამ ვიზიტის უკან უფრო მასშტაბური გეგმები დგას. მათ შორის ნატოს ჩანაცვლება ბრიქსით.  ეს ორგანიზაცია კი  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საპირწონედ ჩინეთმა რუსეთთან ერთად  ჩამოაყალიბა.

მსგავსი სიახლეები