დიდი გადაჯგუფება ოპოზიციაში - მოლაპარაკებები ფინალში გადის
დიდი გადაჯგუფება ოპოზიციაში - მსხვილი პოლიტიკური ალიანსების შესაქმნელად მოლაპარაკებები ფინალში გადის. ოპოზიციის გაერთიანება კი "ქართული ოცნებისთვის" ნერვების ნამდვილი ომია. დღეს ჯერ კიდევ არ შექმნილ პოლიტიკურ ერთობაზე "ქართულმა ოცნებამ" ახალი იერიში მიიტანა, წინასწარ აანონსებენ, რომ არავის არაფერი გამოუვა. მელია-გვარამიას გაერთიანების ბედი სამი კვირაში გაირკვევა. ახლა მთავარი ინტრიგაა - იქნება თუ არა მელიას პარტიის დაფუძნების დღეს მის გვერდით გვარამია.
საარჩევნო მარათონი 2024 კი დღეს "ლელომ" გახსნა. დღეიდან საარჩევნო კამპანია პარტიამ ოფიციალურად დაიწყო - "ლელოში" ამბობენ, რომ მელიასთან გაერთიანება არ იქნება - არც ნაცები არც ქოცები - პარტია ამ დღის წესრიგს მიყვება. ახლა საინტერესოა უპარტიო ოპოზიციონერი დეპუტატების ბედი. ხატია დეკანოიძემ დააანონსა, რომ გაზაფხულზე მათი პოლიტიკური მოლაპარაკეებიც ფინალში იქნება.