ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 41 დღით გადაიდო - რას გეგმავს ოჯახი?

15.01.24 20:14
ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 41 დღით გადაიდო - რას გეგმავს ოჯახი?

 

რაც შეიძლება დიდხანს ციხეში - ეს არის "ქართული ოცნების" დავალება, რომელსაც სასამართლო პირნათლად ასრულებს. ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 41 დღით გადაიდო. არადა დღეს ყველა განაჩენის გამოცხადებას ელოდებოდა. დაცვის მხარემ ყველა დასაკითხი მოწმე მოხსნა, რომ პროცესი არ გაჭიანურებულიყო, თუმცა სასამართლომ სულ სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადა. ლაზარე ახლა 26 თებერვლამდე ისევ საკანში დაელოდება საბოლოო ვერდიქტს.

პროცესის გადადებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა  იძიოს შური მარტის აქციების აქტივისტზე. "ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ ლაზარე მაქსიმალური დროით გამოკეტონ ციხეში. ოჯახიც და ადვოკატებიც დარწმუნებული არიან, რომ ვერდიქტი გამამტყუნებელი იქნება, ამიტომ ერთადერთი სამართლებრივი გზა მის გასათავისუფლებლად პრეზიდენტის შეწყალება რჩება.

მსგავსი სიახლეები