კობახიძის იერიში პრემიერის წინააღმდეგ - "ოცნების" საპარლამენტო გუნდმა ღარიბაშვილის ინიციატივა შეაჩერა
კობახიძის საპარლამენტო გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა შეაჩერა - საქართველოში უცხოელებისთვის სუროგაცია ამ ეტაპზე აღარ აიკრძალება. საკითხმა პარლამენტში მესამე მოსმენა ვერ გაიარა. არადა კანონპროექტს მანამდე მმართველი გუნდი დაჩქარებული წესით განიხილავდა და ის ძალაში პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო. "ოცნების" საპარლამენტო გუნდმა ბოლო წამს გადაიფიქრა და ღარიბაშვილის ინიციატივა დააპაუზა, რაც აჩენს ეჭვს, რომ კობახიძემ ამ ფორმით პრემიერის წინააღმდეგ იერიში განახორციელა.
რას ითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილი? - ქვეყანაში სუროგაცია და ინვიტრო განაყოფიერება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. პრემიერი ამტკიცებდა, რომ ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ბავშვების გაშვილების საფრთხე, თუმცა სპეციალისტებისთვის მაშინ გაუგებარი იყო, რაზე დაყრდნობით საუბრობდა მთავრობის მეთაური. ირკვევა, რომ იმ კლინიკებთან, რომლებიც სუროგაციაზე და ინვიტროზე მუშაობენ, კონსულტაციებიც კი არ გამართულა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.