აითაჯის საქმე - ოქროს მოწმის სკანდალური ჩვენება

15.01.24 20:25
აითაჯის საქმე - ოქროს მოწმის სკანდალური ჩვენება

 

14 წლის მოკლული აითაჯის დედამ იცოდა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო - ოქროს მოწმის სკანდალურმა ჩვენებამ პროცესზე განსასჯელის სკამზე მყოფი ქალი დღეს წყობიდან გამოიყვანა, მოკლული გოგონას დედა მოწმეზე ზემოქმედებას ცდილობდა. ქალი, ვის სახლშიც მოტაცებული აითაჯი მოძალადე  მამაკაცმა მიიყვანა. 

საბედისწერო გაქცევამდე აითაჯს გამტაცებლებისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა. გაიქცა, თუმცა დაიჭირეს და უკან დააბრუნეს. დედა კი ახლობლებს ეუბნებოდა, რომ ოჯახი შვილის დაბრუნების წინააღმდეგი იყო, რადგან რეპუტაცია შეელახებოდა. ამ  ჩვენებების მოსმენის შემდეგ კი მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობაზე უარი თქვა და აითაჯის დედა და ბიძა ისევ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი სიახლეები