რუსეთის შავი ორშაბათი - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩამოაგდო
რუსეთის შავი ორშაბათი. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩამოაგდო. ომის დაწყებიდან დღემდე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს ასეთი მნიშვნელოვანი სადაზვერვო აეროხომალდი ჩამოუგდეს. ეს იყო რადიოლოკაციური თვითმფრინავი, რომელიც ბომბდამშენებს სამიზნეებს უსწორებდა. საფრენი აპარატის ღირებულება სამას მილიონ დოლარს აღემატება. დიდი დანაკარგის შესახებ ამ დრომდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს. განცხადება მხოლოდ პუტინის პრესმდივანმა გააკეთა და თქვა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.