რუსეთისთვის ღარიბაშვილი უფრო მისაღები ფიგურა ხდება, ვიდრე ბიძინა, ამიტომ ივანიშვილმა თავი თამაშგარედ იგრძნო - სანიკიძე
პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე "ტვ პირველის" ეთერში ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არსებულ კულუარულ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ივანიშვილმა თავი თამაშგარედ იგრძნო", რადგან რუსეთისთვის ღარიბაშვილი უფრო მისაღები ფიგურა გახდა, ვიდრე თავად იგია.
სანიკიძის თქმით, ქართველ ოლიგარქს გიორგი გახარიას მიმართ განსაკუთრებული შიში გააჩნია, რადგან შესაძლებელია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის არჩევნებზე "ოცნებას" ამომრჩევლები წაართვას.
ივანიშვილი საგარეო ფაქტორიდან გამომდინარეც დაბრუნდა. ღარიბაშვილი უფრო სასურველი ფიგურა ხდება რუსეთისთვის, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და თავი თამაშგარედ იგრძნო. მას თამაშგარედ ყოფნა არ უყვარს, ამიტომ მობრუნდა და შეეცდება, რომ ისევ საჭირო გახადოს საკუთარი თავი. და რაც მთავარია, ბიძინას ძალიან ბევრი რამის ეშინია. ეშინია დასავლეთის, რუსეთის, შიგნით სააკაშვილის, ღარიბაშვილის გაძლიერების და გახარიასი, ხმები რომ არ წაართვას", - აღნიშნა სანიკიძემ.